ამერიკელი სოულის მომღერალი ბილი პოლი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერლის ოფიცილური საიტზე განაცხადეს,რომ ბილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
მომღერლის ნამდვილი სახელი პოლ უილიამსი გახლდათ. ის ფილადელფიაში დაიბადა. მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა.უკვე ახალგაზრდა პოლმა შეასრულა დუეტები ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ჩარლი პარკერი და ნინა სიმონე. 1972 წელს ბილი პოლმა აიღო „გრემის" ჯილდო სიმღერისთვის „Me and Mrs.Jones".
წყარო „msn.com”