logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: მერია კ3 კოეფიციენტის გონივრულ გაზრდას იმ ტერიტორიებისთვის მოიაზრებს, სადაც ჯერ განაშენიანება არაა!
- +

9 თებერვალი. 2018. 02:14


 

„ცვლილებების მიხედვით, როცა ადამიანს განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცდება, ან მშენებლობის ნებართვას აიღებს, პარალელურად იღებს სატრანსპორტო სქემას თავისი ნაკადების მართვით და დენდროლოგიურ პროექტს", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„გამწვანების პროექტი დამატებით ხარჯებს, რა თქმა უნდა, მოითხოვს, მაგრამ საუბარია მინიმალურ ხარჯზე იმ პროპორციასთან მიმართებით, რა ინვესტიციაც მშენებლობაში იდება. სანებართვო პირობის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილი იქნება შემდგომი მოვლა-პატრონობა, რაც აუცილებელი კომპონენტია", - განაცხადა ბითაძემ.


მისი თქმით, ვალდებულებები, რომელიც მერიას შემოაქვს, არა მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შემოდის, არამედ მერიისთვისაც, რადგან ეს უწყება მის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, გზების, მიწის ზედა ხიდების მშენებლობის პროპორციულ თანხას გამწვანების ინფრასტრუქტურის მოწყობაში ჩადებს.


„უკვე განაშენიანებულ ტერიტორიებზე, სადაც პროექტები მტკიცდება, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, კ3 კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი არ იყოს. როცა ცარიელი ტერიტორიის ათვისება ხდება, იქ კ3 კოეფიციენტის ბევრად მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს მოვითხოვთ, ხოლო იქ, სადაც განაშენიანების არსებული მდგომარეობა კ3 კოეფიციენტის გაზრდის საშუალებას არ იძლევა, არსებულ კოეფიციენტში დავრჩებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner