logo_geo
eng_logo
ბესარიონ გუგუშვილი: დაუფასებელი ერისკაცი და დიდად დაფასებული მტაცებელი…
- +

9 თებერვალი. 2018. 11:10

 

 

დაუფასებელი ერისკაცი და დიდად დაფასებული მტაცებელი...


ერთმა პირადი ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს დაუტოვა, მეორემ - საქართველოს ხარჯზე პირადი ქონება გაასამმაგა...


დავით სარაჯიშვილმა პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება საქართველოს დაუტოვა!


მისი ანდერძი ამგვარი იყო:

1. 100 ათასი მანეთი - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

2. 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

3. 200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

4. 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.

5. 50 ათასი მანეთი - თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

6. 200 ათასი მანეთი - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

7. 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.

8. 100 ათასი მანეთი - თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

9. 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.

10. 171 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

11. 5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

12. 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.

13. 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.

14. 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

15. 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს.

16. 5 ათასი მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.

17. 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკაზის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

18. მცხეთის ეკლესიას 1000 მანეთი.

19. სიონის ეკლესიას 1000 მანეთი.

20. მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს სკოლის საჭიროებისათვის 5000 მანეთი.

21. მარტყოფის ეკლესიას 500 მანეთი.

22. წმინდა ანტონის ეკლესიას 500 მანეთი.

23. წმინდა სამების ეკლესიას 500 მანეთი.

24. დიდი ლილოს ეკლესიას 500 მანეთი.

25. მთაწმინდის მამადავითის ეკლესიას 500 მანეთი.

26. სომეხთა წმინდა სტეფანეს მონასტერს 500 მანეთი.

27. დარიის მონასტერს ავლაბარში 500 მანეთი.

28. მცირეწლოვან დამნაშავეთა ახალშენს 10000 მანეთი.

29. კალოუბნის ეკლესიას თბილისში 1000 მანეთი.

30. ღვთისმშობლის ეკლესიას 1000 მანეთი.


ბესარიონ გუგუშვილი

 










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner