logo_geo
eng_logo
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა
- +

9 თებერვალი. 2018. 11:11



ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო. შედეგად, ქვეყნის მთავრობა მუშაობას ისევ წყვეტს.


კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკელი სენატორი რენდი პოლი გამოვიდა, რომელმაც დოკუმენტში გაწერილ 2018 და 2019 წლის ბიუჯეტის გეგმაზე უკმაყოფილება გამოთქვა და კოლეგებისგან მისი შესწორების გადახედვა მოითხოვა.


უარის მიღების შემდეგ, რენდი პოლმა კენჭისყრაზე ხმის მიცემის უფლება გამოიყენა და კანონპროექტის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.


შედეგად, კანონპროექტის ვადაში მიღება ვერ შეძლეს. აშშ-ში ეს უკვე რიგით მეორე ე.წ. შათდაუნია (Shutdown) მიმდინარე წელს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner