გამოცემა „УНН" უკრაინის იუსტიციის სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 12 თებერვალს კიევის პროკურატურა საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას აპირებს.
„სააკაშვილს ორშაბათს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში განმარტებების მისაცემად იბარებენ", - განაცხადა გამოცემის წყარომ.