logo_geo
eng_logo
აშშ საქართველოს 63 მილიონ დოლარს გამოუყოფს
- +

22 თებერვალი. 2016. 13:33



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს აშშ საქართველოსთვის 63 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა „საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას" მოხმარდება.



მრავალმილიონიანი დახმარება მიმართული იქნება „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისკენ რუსული გავლენისკენ მიდრეკილი მოსახლეობისთვის". თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი განკუთვნილია სამოქალაქო პროგრამებისთვის. ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა კი წელს შემცირებულია. 2017 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარების მოცულობა არსებული 30-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება. ეს თანხა განკუთვნილია „საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელშესაწყობად, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და კოალიციის ოპერაციებში კონტრიბუციას. გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქართველოს სატრანსპორტო ვერტმფრენების ავიაციის შესაძლებლობების განახლება, თავდაცვის რეფორმა და საქართველოს სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზება".




 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner