logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იცით, რა აცოცხლებს სააკაშვილს და ნაცებს?
- +

25 აპრილი. 2016. 14:47


 

პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

 

„იცით, რა აცოცხლებს სააკაშვილს და ნაცებს? იმ ხალხის იგნორირება (განსაკუთრებით რაიონებში), რომლებიც 9 წელი უკომპრომისოდ ებრძოდნენ ნაცებს და რომლებიც სიცოცხლეს სწირავდნენ 2012 წლის 1ოქტომბრის გამარჯვების მოსაპოვებლად. მებრძოლი, ერთგული, კომპეტენტური ხალხი არ გააკარეს ხელისუფლებას და მათ ადგილას პორტირებულები, ჩანერგილები, კონფორმისტები, მოღალატეები მოიყვანეს. ყოველივე ნაცების მიზანმიმართული გეგმის ქვაკუთხედია, რადგან საჭირო დროსა და მომენტში წინააღმდეგობის გამწევი არავინ უნდა იყოს. თუ გავჩერდით და არ ვამხილეთ ეს ხალხი, მაშინ მათი დესტრუქციული ქმედებები სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს", - წერს ბრეგაძე.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner