„გამოძიების ამ ეტაპზე, პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება", - ამის შესახებ ფონდ „იავნანას" საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.
პროკურორის თქმით, საუბარია ფონდიდან მილიონამდე ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ამასთან, მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, გამოძიება ფონდ „იავნანას" თანხების პარტიის ანგარიშზე გადარიცხვის მიმართულებითაც მიმდინარეობს.
არის თუ არა მოსალოდნელი პაატა ბურჭულაძის პასუხისგებაში მიცემა, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით ბურჭულაძე მოწმის სახით გამოიკითხება.