logo_geo
eng_logo
„ვლადიმირ პუტინს საქართველოში საშინელი ბავშვობა ჰქონდა“ - რას წერს პოლონელი ჟურნალისტი პუტინისადმი მიძღვნილ წიგნში?
- +

9 თებერვალი. 2018. 14:38



6 თებერვალს ბელარუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „БелСат TV"-ის პროგრამა „ПроСвет"-ის წამყვანი სერგეი პელესი ესაუბრა პოლონელ ჟურნალისტს ქრისტინა კურჩაბ-რედლიხს, რომელიც საკმაოდ ბევრი წიგნისა და დოკუმენტური ფილმის ავტორია რუსეთისა და ჩეჩნეთის შესახებ. აქვე ვიტყვით, რომ ტელეარხი „БелСат TV" მაუწყებლობს პოლონეთის ტერიტორიიდან, მისი გადაცემები ბელარუსში აკრძალულია.


ქრისტინა კურჩაბ-რედლიხი რუსეთში 1990 წლიდან 2004 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა. მას რუსეთში „პოლონელ ანა პოლიტკოვსკაიას" უწოდებენ. ამასწინათ მან გამოაქვეყნა ახალი წიგნი სახელწოდებით „ვოვა. ვალოდია. ვლადიმირი: პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი". ტელესტუდიაში იგი რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების შესახებაც საუბრობს.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- თქვენი წიგნის დასახელებაში სიტყვა „საიდუმლო" ფიგურირებს. რაში გამოიხატება ვლადიმირ პუტინის მთავარი საიდუმლო? იქნებ მის წარმომავლობაში?

 

- ჩემთვის ვლადიმირ პუტინის მთავარი საიდუმლო ისაა, თუ რატომაა იგი ასეთი. რაც რუსეთის პრეზიდენტს გაუკეთებია და ახლა აკეთებს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ დროთა განმავლობაში რუსები ბევრ ფაქტს ივიწყებენ - „კურსკის" ან ჩეჩნეთის შესახებ. იგი ულმობელი ადამიანია, მაგრამ რატომ აქვს ასეთი ხასიათი? მე გადავწყვიტე, მისი ბავშვობის ისტორიაში ჩამეხედა და მართლაც დავრწმუნდი, რომ მას საშინელი ბავშვობა ჰქონდა... იმიტომ, რომ მას არც ის დედა და არც ის მამა არ ჰყოლია, რაც ოფიციალურად იწერება, იგი არც ლენინგრადში დაბადებულა და არც იმ წელს, როგორც ეს ოფიციალურ ბიოგრაფიაშია აღნიშნული. მოკლედ, ის, რასაც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობ, ყველაფერი სიცრუეა. ვლადიმირ პუტინი ურალშია დაბადებული, სოფელ ოჩერში.


- და ვინ იყო მამამისი? ოჯახი მიატოვა და გაიქცა?

 

- დედამისი, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკის გასავლელად წავიდა და ამ დროს ერთი მამაკაცი გაიცნო. ბავშვის დაბადების შემდეგ ქალმა გაიგო, რომ თურმე ცოლიან კაცთან ჰქონია ურთიერთობა, იგი მიატოვა, ბავშვი თავის მშობლებს დაუტოვა და შუა აზიაში გაემგზავრა, სადაც ერთ ქართველ კაცს დაუახლოვდა. ქალმა არაფერი იცოდა ქართველების ფანტაზიის შესახებ: იგი უყვებოდა, რომ ძალიან მდიდარი იყო და საერთოდ, ცხოვრებას ლამაზად მოაწყობდნენ. ქალს ქართველი შეუყვარდა, შეუღლდნენ და საქართველოში წავიდნენ. იქ კი აღმოჩნდა, რომ ქმრის სახლს თურმე იატაკიც არ ჰქონდა. ქალმა მაინც სთხოვა თავის მშობლებს, რომ ვოვკა საქართველოში ჩაეყვანათ. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ბიჭუნასათვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ცხადია, თავდაპირველად, სანამ იგი პატარა ცისფერთვალება ბიჭი იყო, საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ, როცა მის მამინაცვალს შვილები შეეძინა, იგი მან თანდათან შეიძულა. კავკასიაში, მოგეხსენებათ, უკანონო შვილის ყოლა კოშმარია. ვოვას არამარტო საკუთარი თავის, არამედ დედის დაცვაც მოუწია. სწორედ მაშინ შეისწავლა მან სამბოს ჭიდაობის ილეთები. მოკლედ, პუტინს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მოგვიანებით იგი ბებია-ბაბუასთან გაგზავნეს ურალში, რომლებმაც ვოვა ლენინგრადში მცხოვრებ ნათესავს პაკეტივით გადასცეს. მათ საკუთარი შვილები ომის დროს დაკარგეს და ვოვა „იშვილეს".


- ესე იგი, ვლადიმირ პუტინს მამა პრაქტიკულად არ ჰყოლია, სამაგიეროდ, ჰყავდა ორი მამინაცვალი - ქართველი და რუსი...

 

- დიახ, რომლებიც მას სასტიკად სცემდნენ და აშიმშილებდნენ...




 

http://belsat.eu/ru/news/u-putina-bylo-uzhasnoe-detstvo-intervyu-s-avtorom-knigi-o-glave-rossii/  

 

 

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner