პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად „ლესტერ სიტის" ნახევარმცველი რიად მაჰრეზი დასახელდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა პრემიერ ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მაჰრეზი პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა.
25 წლის ალჟირელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების 34 მატჩში 17 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.