ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აფხაზეთის ომის დროს ხდებოდა ისეც, რომ ზოგიერთი ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრების მეშვეობით, მტერს ეძლეოდა საშუალება, მარტივად ამოეცნო ჯარისკაცთა ადგილმდებარეობა! ამგვარ უგუნურობას ხშირად ჩვენი ბიჭების სიცოცხლეც შეუწირავს და ახლა რასაც ვიტყვი, დაახლოებით იმავე შინაარსის იქნება...
რა უბედურებაა ამ მოწმეების ხან ანფასში და ხან პროფილში ტრიალი, გოგო-ბიჭებო?
ნუთუ ვერ გაიგონეთ ისიც, რომ დოდოს ოჯახში მისული მკვლელის მიერ გასროლილი საბედისწერო ტყვიების ხმა არცერთ მეზობელს არ გაუგია და აქედან დასკვნა - მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა? ანუ...
თქვენ დაიცავთ იმ მოწმეებს მაშინ, თუ ვაი და, შურისძიების მიზნით მათაც მიადგათ? მითუმეტეს, რომ ჯერ არ დაუკავებიათ?
აზრზე მოდით! საკმარისი შეცდომები გაქვთ დაშვებული უკვე და დროა, გაიზარდოთ!" - წერს გოგოსაშვილი.