შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლა უკვე გამოაცხადა, ამიტომ სამართალდამცველების მხრიდან ყველა გადაცდომა და ძალის გადამეტება, როგორც მინისტრი ამბობს, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა.
„კონკრეტული სტატისტიკა შემიძლია გითხრათ - 2016 წელს პასუხისგებაში მივეცით 14 სამართალდამცველი, რომელმაც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას ან რაიმე სახით გასცდა კანონის ჩარჩოებს. თითოეული ასეთი ფაქტი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან მე თითოეულ პოლიციელს უდიდეს პატივს ვცემ და ეს პროფესია ჩემთვის განსაკუთრებულია", - განაცხადა შს მინისტრმა გადაცემა „იმედის დროში".