პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ადამიანი, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დადანაშაულება ყოველგვარი მტკიცებულებების და დასაბუთების გარეშე, არის მტერი!
ადამიანი, რომელიც აფგან მუხთარლის ცილისწამებას არ აღიქვამს, როგორც პირდაპირ საფრთხეს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ავანტიურას - ან მტრის მოკავშირეა, ან უბრალოდ დეგენერატი!
ისე, საინტერესოა, ალიევს არაფერს ედავება და კვირიკაშვილს ბრალს სდებს...
რა ხდება?!...
იმედია, გავერკვევით!" - წერს ხოფერია.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლი გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს.