ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუგეშაშვილების ტრაგედიის ამბავზე ერთგან წავიკითხე - რომელ სართულზე ცხოვრობს ის მოწმე, რომელმაც სავარაუდო მკვლელი დაინახა; წავიკითხე მეორე მოწმის სრული სახელი და გვარი, რომელმაც ასევე დაინახა სავარაუდო მკვლელი...
აი, ძმაო, ესაა ჟურნალისტიკა, „მუშკაზე" რომ ააყვანინებ მკვლელს (ან მის თანამზრახველებს) მოწმეებს...
ისიც დაგეწერათ ბარემ, რომელ მათგანს რამდენი შვილი ჰყავს, სად მუშაობენ, რას საქმიანობენ და ა.შ" - წერს ლაბარტყავა.