„გულის პრობლემა, რომელიც საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა, ნერვიულობის ფონზე შემექმნა", - ამის შესახებ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დათო ქაცარავამ ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო 10 თვეა საკმაოდ მძიმე ცხოვრება მიწევს. ყველაფერი ნერვულმა სტრესმა გამოიწვია. ცხოვრებისეული პრობლემები მაქვს, მაგრამ პირადზე საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთი თვეა, რაც ვმორიგეობთ და ემოციის გარეშე არც ამ სიტუაციის ყურებაა მარტივი. ალბათ, ამ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ამიტომაც იმოქმედა ჯანმრთელობაზე.
ჩემი ცოლი, სოფო, ჩემზე მეტადაა შეშინებული და უნდა, რომ ჯერჯერობით ნაკლებად ვიყო ჩართული ჩემს ყოველდღიურ საქმეებში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება. მეუღლისთვის ჩემი ასეთი რეჟიმი მარტივი არ არის, მაგრამ კარგად იცის, რომ რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა ქაცარავამ.