აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჰანოვერში საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე ყოფნის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე ე.წ. მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.
„მე მინდა კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამ კარგი ურთიერთობის ქონისთვის ბევრი გავიღე, მაგრამ სანქციები დასავლეთის მხრიდან უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული", - განაცხადა ბარაქ ობამამ.