გუშინ ლიბიის ქალაქ ბენგაზიში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა. აფეთქება, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ბომბი მობილური ტელეფონების საშუალებით დისტანციურად ააფეთქეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.