logo_geo
eng_logo
აკა სინჯიკაშვილი: ასეთი უბედურება იშვიათად მინახავს!
- +

10 თებერვალი. 2018. 12:00



„მთელი ყურადღებით წაიკითხეთ რა, ასეთი უბედურება იშვიათად მინახავს!" - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.


„ჩოხატაურის რაიონში, ამ რაღაცაში შვიდი ადამიანი ცხოვრობს. ოთხი ბავშვია, 6 წლის, 4-ის, 3-ის და პატარა 2 თვისაა. საჭმელს მეზობლები აძლევენ ზოგჯერ ცოტას, ბოლო დღეები ცარიელ ღორის ქონს ჭამდნენ. არ აქვთ არცერთი სკამი, მაგიდა, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ტელევიზორი და ასეთი რამე ხომ სულ სულ არა, მეზობლებმა ათხოვეს რაღაცეები. სახლში მიწაზე დადიან. გაზი ჩაჭრილი აქვთ, სოციალური შეჩერებული. სოფელში მარტო დიდი მანქანა ადის, გზა არ არის. სასწრაფოდ სჭირდებათ შველა, იქნებ ერთი ძროხა მაინც ვუყიდოთ და რამდენიმე ქათამი, რომ ბავშვებმა საჭმელი ჭამონ. მშიერ ბავშვებზე საშინელი სანახავი, არაფერი არ არის, გეფიცებით.

 

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ „ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა „ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით", - წერს სინჯიკაშვილი.

 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner