საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ქუთაისში, „აია არენაზე" ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა. ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები"ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე გამართავენ.