ჰატაის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის" მსვლელობისას თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, „თავდამსხმელებს თურქული ვერტმფრენის ჩამოგდება ძვირად დაუჯდებათ".
თურქეთის გენშტაბის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, აფრინში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის" დაწყებიდან დღემდე, ქურთული დაჯგუფებებისა და „ისლამური სახელმწიფოს" 1 141 წევრია ლიკვიდირებული.
სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი" თურქეთმა 20 იანვარს დაიწყო.