გაზეთი „პრაიმტაიმი" ზურაბ ადეიშვილის უკრაინის დატოვებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის წასვლა გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გუნდში არსებული განხეთქილება გახდა.
„რამდენიმე დღის წინ ადეიშვილმა უკრაინის ტერიტორიაც დატოვა. რას უკავშირდება ზურაბ ადეიშვილის უკრაინიდან კვლავ ბუდაპეშტში დაბრუნება, უცნობია, თუმცა, როგორც პრესაში იწერება, მისი უკრაინიდან წასვლა ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში არსებული განხეთქილების შედეგია. „ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში ადეიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ჰყვებიან, რომ ადეიშვილს ბოლო პერიოდში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობები დაეძაბა და მოსალოდნელ საფრთხეებს თავი აარიდა", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".