ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„7 წელი გავიდა ამ ფოტოს გადაღებიდან... დიდი დროა, ამ 7 წელიწადში ბევრი რამ მოხდა - თავისუფლება, გამარჯვება, მაღალი სავარძლები, ცილისწამება, სიყვარული, ღალატი, მაგრამ ეს ბიჭი არ შეცვლილა ჩემთვის. ერთი წამით არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ მეფიქრა, რამე ხომ არ შეეშალა... მას არა, მაგრამ მასთან ბევრს შეეშალა. თუმცა, უფალმა უკეთ იცის! ეს კი ის დღეა, ჯერ რომ მიშას რეჟიმს ვებრძვით, თბილისის აქცია, ზღვა ხალხი, შიში დაძლეულია, წინ 1 ოქტომბერია! ირაკლი, შენ გაქვს ყველაზე დიდი მანდატი, ეს ხალხის სიყვარულია!" - წერს ჯღარკავა.