„დროა ისეთი ღირსეული საიმიგრაციო სისტემა შევქმნათ, რომელიც თანამედროვე ეკონომიკას წაადგება - შეარჩევს აშშ-ში ჩამომსვლელებს, რომელებიც ფინანსურად უზრუნველყოფილები იქნებიან და საზოგადოების მშენებლობაში პოზიტიურ წვლილს შეიტანენ", - ამის შესახებ თეთრი სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია, რომ აშშ-ში ლეგალურად მყოფი მიგრანტები თავდაპირველად ქვეყანაში ნათესაური ურთიერთობების საფუძველზე მოხვდნენ. ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ აშშ-ში ლატარიის პრინციპით ყოველწლიურად 50 000 ვიზას ათამაშებს, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს აქვს საგანმანათლებლო ფუნქცია.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 25 წლამდე ამერიკელი მიგრანტების მხოლოდ 29%-ს აქვს საშუალო სკოლის განათლება.
მანამდე მიგრანტების პრობლემის დარეგულირებაზე დონალდ ტრამპმა მისი პირველი სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.
აშშ-ში დაახლოებით 10 მილიონი არალეგალი მიგრანტია.