ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ძიუდოისტი კოსოვოელ აკილ იაკოვასთან დამარცხდა.
შავდათუაშვილმა ტურნირზე ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა.
66 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირს პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 60კგ კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად მედლის გარეშე დარჩა.
პარიზში გრან სლემი დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.