logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანისგან თავს დაიცავს
- +

11 თებერვალი. 2018. 01:35



ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზად არის, საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას.


ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ირანსა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების შესახებ ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

 

„მე არაერთხელ იძულებული გავხდი დამეცვა ჩემი ქვეყანა სირიის ტერიტორიიდან განხორციელებული იერიშებისგან. ჩვენ და რუსეთი სამხედრო ძალებს შორის ერთობლივ კოორდინაციაზე შევთანხმდით", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


10 თებერვალს სირიის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მფრინავმა თვითმფრინავიდან გადმოხტომა დროულად მოასწრო. იგი ისრაელის ტერიტორიაზე დაეშვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner