logo_geo
eng_logo
სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი: დავალებას პრეზიდენტისგან ვიღებდით!
- +

25 აპრილი. 2016. 15:36

 

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი გიორგი ჟოჟონაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა საქმეზე, რომელიც ექს-პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.

 

 

ჟოჟონაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ ყოფნის დროს კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენის დავალებას პირადად პრეზიდენტისგან იღებდნენ.


გიორგი ჟოჟონაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ იღებდა დავალებებს 2009 წლიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან - ჯერ ოთარ ქველიძისგან, შემდეგ კი თემურ ჯანაშიასგან, რომ გაჰყოლოდა პრეზიდენტს საზღვარგარეთ მივლინებებში და მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეხადა კონკრეტული თანხები.



გადამიხდია თანხები სხვადასხვა მომსახურებაში. კერძოდ, დერმატოლოგიაში, სპა-სალონის მომსახურებაში, კანის და ლაზერის ოპერაციების ცენტრში. შემიძენია ტრენაჟორები, ასევე ველოსიპედის მომსახურება, გადამიხდია თანხები რესტორნებში. ვიზიტში წასვლის წინ თანხებს ვიღებდი ნაღდი ფულის სახით ბუღალტერიიდან, შემდეგ კი მიმქონდა გაწეული მომსახურების შესაბამისი ქვითრები და თუკი მრჩებოდა თანხა, მასაც ვაბრუნებდი ბუღალტერიაში", - განაცხადა ჟოჟონაშვილმა.



პროკურორის კითხვაზე, ვისგან იღებდა კონკრეტულად ის მითითებებს, რომ ამა თუ იმ მომსახურებაში უნდა გადაეხადა თანხა, ჟოჟონაშვილმა განაცხადა, რომ ამ მითითებებს მივლინებებში ყოფნისას პირადად ყოფილი პრეზიდენტისგან იღებდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner