logo_geo
eng_logo
ოჰაიოს შტატში ორი პოლიციელი მოკლეს
- +

11 თებერვალი. 2018. 02:45



ოჰაიოს შტატში 2 პოლიციელს უცნობმა კაცმა ესროლა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:30 წუთზე ქალაქ უესტერვილში მაშინ მოხდა, როდესაც 2 ოფიცერი საპატრულო მანქანაში 911-დან შესულ ზარს პასუხობდა. ამ დროს მათ შეიარაღებული კაცი მოულოდნელად თავს დაესხა.


ერთი სამართალდამცველი ადგილზე, მეორე კი ოჰაიოს სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრში ქირურგიული ჩარევის დროს გარდაიცვალა. თავდამსხმელი მალევე დააკავეს.


თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner