ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში უცნობმა პირებმა თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ ქაია გაიტაცეს. ამის შესახებ „სპუტნიკს" ოჩამჩირეს რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე სლავიკ კუჩუბერიამ განუცხადა.„საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა.
რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ", - განაცხადა კუჩუბერიამ.ავტომობილი გალი-ოჩამჩირეს გზაზე აღმოაჩინეს. გატაცებულს ამ დრომდე ეძებენ. საქმეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს.