logo_geo
eng_logo
სირიაში თურქული ვერტმფრენი ჩამოაგდეს
- +

11 თებერვალი. 2018. 13:16



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინფორმაციით, სირიაში თურქული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.


მისი თქმით, სამხედრო ვერტმფრენი ქურთმა მებრძოლებმა აფრინში ჩამოაგდეს. ბორტზე ორი სამხედრო იმყოფებოდა. ორივე გარდაიცვალა.


როგორც ერდოღანმა მმართველი პარტიის მხარდამჭერების შეკრებაზე განაცხადა, თურქეთი მომხდარს პასუხის გარეშე არ დატოვებს.


„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ ახლა ომში ვართ... შეიძლება დავკარგოთ ვერტმფრენი, თუმცა ამისთვის ისინი საფასურს გადაიხდიან", - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთმა აფრინში გამაგრებული სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია 20 იანვარს წამოიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქურთებმა თურქეთის არმიიის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს და ეს ფაქტი ანკარაშიც დაადასტურეს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner