26 აპრილს საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს აიღებს. ტიტულისთვის ექვსი გუნდი იბრძოლებს: თბილისის „35-ე სკოლა", ქსკ „ლანჩხუთი", ლაგოდეხის „ჰერეთი", ხაშურის „ივერია", ქუთაისის „მართვე" და ქსკ „აჭარა".
ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება და გათამაშება 28 ოქტომბერს დასრულდება. გთავაზობთ, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის კალენდარს:
15:00 „ივერია" - „35-ე სკოლა"
16:00 ქსკ „ლანჩხუთი" - „ჰერეთი"
16:00 „მართვე" - ქსკ „აჭარა"