ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ესე იგი, მიხომ და კვესომ ახალი კამპანია დაიწყეს, რაღა დროს გირგვლიანიაო, არა?
სწორედ გირგვლიანის აჩრდილი ჩაგაცმევთ ზოლიან ხალათებს, დაგნომრავთ და ფსიქიატრიულებში ჩამოგარიგებთ", - წერს ზედელაშვილი.
„ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „განსხვავებულ აქცენტებში" ინტერვიუში განაცხადა.