საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ქუთაისში, „აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.
ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.
„ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე გამართავენ.