logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა
- +

11 თებერვალი. 2018. 16:13



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სულთან აბდულჰამიდ მეორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა.


„თურქეთის რესპუბლიკა, როგორც ჩვენი წინა სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენდნენ, ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა", - განაცხადა ერდოღანმა. 


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები შეიცვალა, არსი იგივე დარჩა.


„რა თქმა უნდა, საზღვრები შეიცვალა. მმართველობის ფორმა შეიცვალა. თუმცა, არსი იგივეა, სული იგივეა, ბევრი ინსტიტუტიც კი იგივეა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner