„სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი აფრენიდან მალევე რადარებიდან გაქრა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 6 ეკიპაჟის წევრი იყო.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.