logo_geo
eng_logo
ერთ-ერთი ვერსიით, მოსკოვთან თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა
- +

11 თებერვალი. 2018. 18:21



რუსული მედიის ინფორმაციით, ჰაერში სამგზავრო თვითფრინავს „ან -148"-ს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, ცეცხლი ეკიდა. შესაძლოა, საუბარი იყოს აფეთქებაზე.


ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენის ნამსხვრევებიც არის, რომელიც „რუსეთის ფოსტას" ეკუთვნის. სააგენტოს ცნობით, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფის მომენტში ვერტმფრენს შეეჯახა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა.


რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 167 მაშველი და 34 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner