73 ადამიანი, ციმბირის წყლულზე სავარაუდო დიაგნოზით, თურქეთის ჩრდილოეთით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ტრაპზონის პროვინციაში ადგილობრივი მცხოვრების კერძო მეურნეობაში ერთ-ერთ ძროხას ციმბირის წყლული გამოუვლინდა. მიუხედავად გაფრთხილებისა, პატრონმა ის დაკლა და ხორცი მეზობლებს დაურიგა.
კლინიკაში მოთავსებულებს სისუსტე და პირღებინება აღენიშნებოდათ. გამოკვლევების შედეგად სამ პაციენტს უკვე დაუდგინდა ციმბირის წყლულის დიაგნოზი. ცნობილია ისიც, რომ ამ ავადმყოფობით იყო დაავადებული გარდაცვლილი ქალიც.
რეგიონული ხელისუფლება ამ ინციდენტს იძიებს, თუმცა დასახლებულ პუნქტში, სადაც დაავადებულები ცხოვრობენ, კარანტინი ჯერ არ შემოუღიათ.