რუსეთის საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ერთი „შავი ყუთი" აღმოაჩინეს.
პარალელურად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სამგზავრო ლაინერის მგზავრების და ეკიპაჟის წევრების სრული სიაც.
„სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 71 ადამიანი დაiღუპა. კატასტროფის ადგილზე რჩებიან მაშველები, რომლებიც დაღუპულების ცხედრებს ეძებენ.