პარიზის დიდ სლემზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ფინალში დამარცხდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე ბრწყინვალედ მისული ღვინიაშვილი, რომელმაც ოთხივე შეხვედრა ვადამდე მოიგო, მთავარ დაპირისპირებაში 15 წამში თავად დამარცხდა.
იაპონელ სოიჩირო მუკაისთან სტარტზე დაშვებული შეცდომა საბოლოოდ ბექას ოქროს მედლის დაკარგვად დაუჯდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ღვინიაშვილს ტატამიდან გასვლაში სწორედ ჩემპიონი მუკაი დაეხმარა, რადგან დავარდნის დროს, როგორც გამოჩნდა, კოჭი დაიზიანა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერ ცნობილი არ არის.
რამდენიმე წუთში ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებს, რომელიც -100 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატ ზლატკო კურმიჩს დაუპირისპირდება.