logo_geo
eng_logo
„დახმარებას ვცილობდი, როცა უცებ იკივლა...“ - რას ჰყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი
- +

12 თებერვალი. 2018. 14:23


 

„მიშველეთ, შვილი მომიკლეს!" - 7 თებერვალს, 11 საათი ხდებოდა, როცა დიღმის მასივში კორპუსის ბინადრებს ქალის განწირული კივილი მოესმათ. ქალი დაჭრილი იყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. გაოგნებული მეზობლები მის მოსულიერებას ცდილობდნენ, როცა კიბეზე მამაკაცმა ჩამოირბინა. „ეს არის მკვლელი, დაიჭირეთ!" - სწორედ მისკენ გაიშვირა ხელი თურმე დოდო გუგეშაშვილმა, თუმცა, სანამ მეზობლები რეაგირებას მოახდენდნენ, მამაკაცმა კიბე ჩაირბინა და მიიმალა", - ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა" სტატიას აქვეყნებს.

 

„როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლეს, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ითქვა ისიც, რომ მკვლელი დოდო გუგეშაშვილმაც დაჭრა და ამას ადასტურებს სადარბაზოდან გამოსული სისხლის კვალი, რომელიც დიღმის პარკამდე მიდის. მკვლელს, სავარაუდოდ, მანქანა ელოდებოდა.

 

მკვლელობის ზუსტ მოტივზე არავინ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავეს დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მოკვლა სურდა. როგორც ამბობენ, დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაწყებულა გოგონას გამო. ამ საქმის გარჩევა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 8 წლის წინ მომხდარა, მერე თითქოს ბიჭები შეურიგებიათ და ყველას ეგონა, რომ ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ დამნაშავემ ძველი წყენა გაუხსენა ნოდარს და შური იძია. ითქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა", - წერს გამოცემა.


როგორც მეზობლების გამოკითხვით ირკვევა, სავარაუდოდ, დამნაშავეს ბინის კარი დოდო გუგეშაშვილმა გაუღო.


ზოია ქაჯაია, მეზობელი: „დოდო არაადამიანურად ღმუოდა, გარეთ რომ გამოვვარდი, ჩემს სართულზე იდგა და მეზობლის ბიჭმა ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. მერე სკამი გამოვიტანეთ და დავსვით. მე-11 სართულამდე ფეხშიშველმა ჩამოირბინა კიბე. დახმარებას ვცილობდი, ჩემს წინდებს ვაცმევდი, როცა უცებ იკივლა, ეს არის მკვლელი, დაიჭირეთო. რომ ავიხედე, მამაკაცის ზურგს მოვკარი თვალი. გარბოდა, ხელში ცელოფანის პარკი ეჭირა, რომელშიც მუყაოს ყუთი იდო. ქვედა სართულის მეზობლებმა მისი სახეც დაინახეს და გარეგნობის აღწერაც შეძლეს. სწორედ მათი აღწერილობის საფუძველზე შექმნეს ფოტორობოტი, მაგრამ, როგორც ვიცი, პოლიციამ ისედაც იცოდა დამნაშავის ვინაობა. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მკვლელი ნახა, მე-14 სართულზე მცხოვრები მეზობელია. ყვირილის ხმაზე გამოვარდნილა და დაუნახავს, როგორ გამოდიოდა დოდოს სახლიდან მამაკაცი, რომლისთვისაც უკითხავს, რა ხდებაო? იმასაც კითხვითვე უპასუხია, რა ხდებაო და კიბეზე ჩაურბენია. ის მეზობელიც ამბობს, რომ მამაკაცს ხელში პარკი ეჭირა, რომელშიც ყუთი იდო. კიბეზე ჩარბენისას მამაკაცი კედელს მინარცხებია და მსხვრევისმაგვარი ხმა გაუგონია მეზობელს, თუმცა უცნობია, რა იდო ყუთში - იარაღი თუ გუგეშაშვილის სახლიდან რაიმე ნივთი მიჰქონდა.

 

მთელი დღე სადარბაზოს არ გვაკარებდა პოლიცია. აქვე ეგდო ის სისხლიანი პლედი, რომელიც მეზობელმა დოდოს დაუფინა, ასევე სისხლიანი ნაჭერი, რომლითაც ჭრილობის შეხვევას ცდილობდნენ".

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner