„პირობას ვდებ, რომ ეს არის ჩემი უკანასკნელი პოსტი ჟურნალისტის სახელს ამოფარებულ ელისო კილაძეზე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უკვე 5 წელია, ქალი მერჩის, დღე არ გავა, პოსტი არ მომიძღვნას, მის უკან დავალებების მიმცემები დგანან. დღემდე არ ვიცი, ამ ქალს რა დავუშავე, არც ჩემი მეგობარი ყოფილა ოდესმე და არც ნაცნობი, არასდროს დამიწყია მე მასთან ომი, მე მუდამ თავს ვიცავდი და პასუხებს ვცემდი. უკვე იმ ფაზაში შევიდა, რომ ჩემი ოჯახის წევრების ფოტოებზე უხამს კომენტარებს წერს, არ დაინდო ოჯახის ყველაზე პატარა, 6 თვის მცირეწლოვანი წევრიც. საჩივრები დევს პროკურატურაში, პოლიციაში, ქარტიაში, მაგრამ ჯერ უშედეგოდ! მივხვდი, რომ ამ ქალს არასდროს არცერთი მთავრობა ბუზს არ აუფრენს, ეს ქალი არის ჩვეულებრივი ძვირადღირებული აგენტი, რომელსაც იყენებენ ასეთი ბინძური მეთოდებისთვის. ის არის ენერგოვამპირი და სუნთქავს ამ ბოროტებით. რადგან ვიცი, რომ კანონი არასდროს იკანონებს და ამ ქალს ყველაფრის კადრების უფლება აქვს, მე და ჩემი პატიოსანი ოჯახის წევრები ვერ შევაკლავთ მას თავს! არც შვილი მყავს ნასამართლევი, არც ძმისშვილი, არც ნათესავები, არც ნარკომანები მყავს ოჯახში, არც კრიმინალები და მის გამო თავზე ხელს ვერ ავიღებთ! დამთავრდა, კარგად ბრძანდებოდეთ და აწი სეირი სხვაგან ეძებეთ!" - წერს ნინო ჯღარკავა.