„2030.news"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე დაკავებულია.
ამ დროისთვის ყუფარაძე საბერძნეთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურები უკვე დაწყებულია.
გიორგი ყუფარაძე ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაშია ბრალდებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 აპრილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მკვლელობაში მეორე ბრალდებული ვასილ გოშაძე კი, პატიმრობაში იმყოფება. ორივე მათგანს 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.