„ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება ხვალ, 12:00-ზე გამოცხადდება", - ამის შესახებ „პირველ არხს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.
იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზს გამამართლებენ განაჩენს არ გამოუტანენ, დეკანოზის ადვოკატები გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.