logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაწყვეტის პირასაა
- +

12 თებერვალი. 2018. 15:54



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები გაწყვეტის პირასაა ამერიკელების მხრიდან სირიაში ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერის გამო.


„აშშ-სთან კავშირები კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ან გამოვასწორებთ ამ ურთიერთობებს, ან ისინი სრულიად გაწყდება. ჩვენ შეერთებული შტატებისგან კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება. დაკარგული ნდობა აღდგენას საჭიროებს. ნდობის დაკარგვის მიზეზი შეერთებული შტატებია", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner