logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება
- +

25 აპრილი. 2016. 17:13



დეპუტატმა თამაზ მეჭიურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებამდე ვერ მოესწრება.



ოპოზიცია იმიტომ არის ოპოზიცია, რომ უმრავლესობას არ ფლობს. გამომდინარე აქედან, ულტიმატუმით საუბარი არ მიმაჩნია სწორად. იმისთვის, რომ კანონმდებლობა და კონსტიტუცია შეცვალო, უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში იმ დოზით მაინც, რომ რეალობასთან ახლოს იყოს შენი პრეტენზიები. გამომდინარე აქედან, მე მივესალმები ყველა იმ ცვლილებას, რაც არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს. ერთადერთი, რაზეც მე განსხვავებული აზრი მაქვს, არის ის, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი ეს გამოიწვევს იმას, რომ მთელი პოლიტიკური ცენტრი განთავსდება თბილისში და მანდატების უმრავლესობა დარჩება თბილისში, ხოლო რეგიონების უმრავლესობა დარჩება დეპუტაციის გარეშე", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner