logo_geo
eng_logo
სააღდგომოდ დამატებითი მატარებელი ინიშნება
- +

25 აპრილი. 2016. 17:15



აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს „საქართველოს რკინიგზა" 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877).


გასვლა თბილისის ცენტრალური  ვაგზლიდან 10:25, ჩასვლა ქ.სენაკში 14:37, სენაკიდან გამოსვლა 19:35, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45.


„საქართველოს რკინიგზა" სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ! 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner