აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს „საქართველოს რკინიგზა" 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877).
გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25, ჩასვლა ქ.სენაკში 14:37, სენაკიდან გამოსვლა 19:35, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45.
„საქართველოს რკინიგზა" სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!