logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ჩემმა დიდმა ბებიამ სტალინი გადაარჩინა!
- +

12 თებერვალი. 2018. 20:15



ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულ ამპლუაშია. აი, რას წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე:


„მეგობრებთან ერთად კინოში ფილმ „სტალინის სიკვდილს" ვუყურეთ. ძალიან მაგარი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმების მხრიდან დაჭერას, გამოიყვანა ის მამის, მდიდარი მეწარმის სახლიდან, სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის სამაგიერო ქონების კონფისკაციით და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ინგლისური ენის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამამისთან, კავკასიის პარტიულ მაღალჩინოსანთან ერთად ხშირად სტუმრობდა სტალინს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში და ყველაფერი, რასაც ის მიყვებოდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია მოთხრობილი", - წერს სააკაშვილი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner