„ქართველთა მარშის" ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
„პატივცემულ საზოგადოებას მინდა მოვახსენო!
„ქართული მარშისთვის" რომელმაც არაერთი მამულიშვილური საქმე გააკეთა(ერთსქესიანთა ქორწილის წინააღმდეგ, ქართული მიწების გასხვისების და ა.შ) დადგა მომენტი როცა იგი პოლიტიკურ-მოძრაობად აპირებს თავისი გზის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა რომ თითოეული ადამიანი ჩემთვის ძვირფასია ჩემი ძმაკაცები არიან მე ვფიქრობ, რომ პარტიული კუთხით ჩემი სვლა არ იქნება სწორი, მე ,,ქართული მიშით" გავაგრძელებ ჩემ გზას .ნუ გაგიხარდებათ ჩვენ მტრებს ჩვენ ,,ქართულ მარშთან" ერთ ხმაში ვრჩებით და ზუსტად ისე ვიბრძოლებთ მამულის კეთილდღეობისათვის როგორც აქამდე ღვთის შეწევნით ვიბრძოდით!
გვექნება სრული კოორდინაცია!
ასეთი ქმედების ნათელი მაგალითები ჩვენ ისტორიაში (ოცნების, ერთიანი მოძრაობა-დემოკრატიული საქართველო) არსებობს როცა საზოგადოებრივი მოძრაობის ნაწილი მიდის პოლიტიკაში ხოლო ნაწილი აგრძელებს საზოგადოებრივ მოძრაობას.
ასე, რომ ვისაც სიმპათიები გააჩნდა „ქართული მარშის" მიმართ გნებავთ პარტიული ცხოვრება აირჩიეთ გნებავთ საზოგადოებრივ მოძრაობაში დარჩით, თუ არც ერთი მოგწონთ და არც მეორე გეხატებათ გულზე თქვენი რესურსებით იბრძოლეთ სამშობლოს კეთილდღეობისათვის!" - წერს კორკოტაშვილი.