logo_geo
eng_logo
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს!
- +

12 თებერვალი. 2018. 20:39



უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ სლობოდიანი ადასტურებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც მან რამდენიმე თვის წინ უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ამის შესახებ სლობოდიანმა უკრაინულ მედიას განუცხადა.


სააკაშვილის პარტიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ვარშავის აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება.


უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.


შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner