logo_geo
eng_logo
პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე შეუშვა
- +

12 თებერვალი. 2018. 20:53



პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე შეუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.


მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა რეადმისიის შესახებ განცხადება, რომელიც მათ უკრაინის ეროვნული საიმიგრაციო სამსახურიდან მიიღეს.


„ვითვალისწინებთ რა ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის მეუღლეა, ჩვენ დავაკმაყოფილეთ უკრაინული მხარის მოთხოვნა", - ნათქვამია პოლონეთის სასაზღვროს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მანამდე უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს.


უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.


შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner